Sunday, 9 November 2014

მე -6 დღე

                         
 1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3. მოსწავლეთა შეფასება,შეფასების რუბრიკები
4. რეფლექსია

    ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. შემდეგ ტრენერმა, ქალბატონმა ქეთევან ცერაძემ, გაგვაცნო Power Pointis მნიშვნელობა პედაგოგის პრაქტიკულ საქმიანობაში. გაგვახსენა, რომ პირველ ფურცელზე, ანუ თავფურცელზე ვაკეთებთ პრეზენტაციის დასახელებას, ასევე გაგვახსენა ახალი სლაიდის ჩამატება,სხვადასხვა სურათების ჩასმა, ფონის შეცვლა,სლაიდიდან სლაიდზე ანიმაციური გადასვლა,დიაგრამის ჩასმა. ამის შიხედვით ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რომელიც შევინახეთ ჩვენი საქაღალდის მოსწავლის ნიმუშის საქაქაღალდეში. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო მოსწავლეთა შეფასება და შეფასების რუბრიკები: ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება,ზეპირი პრეზენტაციის უკუკავშირი,პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება, ბლოგის რუბრიკა,პრეზენტაციისა და ბუკლეტის რუბრიკა და .

   ტრენინგის შეჯამება მოვახდინე ბლოგზე.

No comments:

Post a Comment